პეკინის ოლიმპიადა 2022

ჩინეთი ოლიმპიადის დიპლომატიურ ბოიკოტზე: ეს ქვეყნები შეცდომისთვის პასუხს აგებენ

ვანგ ვენბინი

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ვანგ ვენბინის თქმით, ქვეყნები, რომლებიც პეკინის ოლიმპიადას ბოიკოტს უცხადებენ, შეცდომისთვის პასუხს აგებენ.

"აშშ-ს, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის და კანადის მიერ ოლიმპიური პლატფორმის პოლიტიკური მანუპულაციისთვის გამოყენება არაპოპულარულია და თვითიზოლაციიას იწვევს. ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს თავისი შეცდომებისთვის" - თქვა ვენბინმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

აშშავსტრალია, დიდი ბრიტანეთი და კანადა მთავრობის წარმომადგენლებს ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრებად ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო არ გზავნიან. დიპლომატიური ბოიკოტი პირველმა აშშ-მ გამოაცხადა. აშშ-ს ბოიკოტს ჩინეთის საელჩო გამოეხმაურა. საელჩოს სპიკერის თქმით, "არავის ადარდებს, მოვა თუ არა ეს ხალხი პეკინის ოლიმპიადაზე".

დიპლომატიური ბოიკოტის მიუხედავად ოლიმპიადაში სპორტსმენები ჩვეულებრივ მიიღებენ მონაწილეობას.

ბოლო წლებში ურთიერთობა ჩინეთსა და დასავლურ სახელმწიფობს შორის გაუარესდა. აშშ ჩინეთს სინძიანგში მუსლიმი უმცირესობის, უიღურების რეპრესიასა და გენოციდში ადანაშაულებს. უიღურების უიღურების წინააღმდეგ ჩინეთის მოქმედებები გენოციდად გამოაცხადა დიდმა ბრიტანეთმაც. ჩინეთი ადამიანის უფლებების დარღვევას უარყოფს. ურთიერთობების დაძაბვას იწვევს ჰონგ-კონგში უშიშროების ახალი კანონის გატარების შემდეგ პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვა. ჩინეთის და კანადის ურთიერთობები კანადაში Huawei-ის ფინანსური დირექტორის დაკავების და საპასუხოდ ჩინეთში კანადის მოქალაქეების დაკავების შემდეგ გაუარესდა.

პეკინის ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადებას არ აპირებს საფრანგეთი და იტალია. ოლიმპიურ თამაშებზე დიპლომატიურ დელეგაციას არ გზავნის ახალი ზელანდიაც, რომელიც გადაწყვეტილების მიღების ოფიციალურ მიზეზად COVID-19-ს ასახელებს. რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის იაპონია ბოიკოტის გამოცხადებას განიხილავს.

კომენტარები