ეკონომიკა

ბოლო 9 წელში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 5-ჯერ გაიზარდა

squarespace.com

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists - AAWE) ინფორმაციით,  2012 წლის შემდეგ, აშშ-ში ქართული ღვინის იმპორტი 5-ჯერ გაიზარდა.

ამერიკის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებზე დაყრდნoბით, თუ 2012 წლის პირველ სამ კვარტალში (იანვარ-სექტემბერი) საქართველოდან აშშ-ში იმპორტირებული იყო $627 ათასის ღირებულების ღვინო, 2021 წლის იმავე, იანვარ-სექტემბრის პერიოდში, იმპორტირებულია $3.268 მილიონის ღირებულების ღვინო, რაც 5-ჯერ აღემატება 2012 წლის მონაცემებს. საშუალო წლიური ზრდის ტემპი 17.95%-ს შეადგენს.

წყარო: AAWE

ასოციაციის მიერ მიმდინარე წლის მარტში გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წელს აშშ-ში ღვინის იმპორტის საერთო მაჩვენებელი, 2019 წელთან შედარებით, 9.4%-ით შემცირდა, თუმცა, იმპორტის შემცირების პირობებში, უშუალოდ საქართველოდან იმპორტი გაიზარდა. 2020 წელს, აშშ-ში იმპორტირებული ქართული ღვინის ღირებულება  21.4%-ით გაიზარდა და $3.93 მილიონს მიაღწია.

კომენტარები