ეკონომიკა

ღარიბაშვილი: მომავალ წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე ისტორიულ მაქსიმუმს, $5 500 მიაღწევს

ჩვენი ვარაუდით, წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ, რამაც საშუალება მოგვცა, რომ დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით ბიუჯეტი 1.31 მილიარდი ლარით გაგვეზარდა. 

მშპ-სთან მიმართებით საგარეო ვალი 60%-დან 51.1%-მდე შემცირდება. 2022 წელს დაგეგმილი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკურ ზრდა. ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა მომავალ წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 5 500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმი იქნება.

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 49.4 მილიარდი ლარია [$15.9 მლრდ], ერთ სულ მოსახლეზე კი – 13 292 ლარი [$4 274]. 

კომენტარები