კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 63 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 778 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 6.87%-ია

Covid 19-ით კიდევ 63 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 25 855 ტესტი და დადასტურდა 1 778 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 234 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.87%, ბოლო 14 დღის - 8.56%, ხოლო ბოლო 7 დღის - 8.13%.

ინფიცირების 1 778 ახალი შემთხვევიდან თბილისში 924 გამოვლინდა, აჭარაში - 89, იმერეთში – 270, ქვემო ქართლში – 130, შიდა ქართლში – 83, გურიაში – 27, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 119, კახეთში – 66, მცხეთა-მთიანეთში – 36, სამცხე-ჯავახეთში – 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 44 808, საიდანაც 6 455 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 121 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 37 232 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 611, მათგან 362 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 867 071 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 809 830 პაციენტი და გარდაიცვალა –   12 407.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები