კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 410 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.04%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო  24 საათში ჩატარდა 37 714 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 732  პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.04%-ია, ბოლო 14 დღის – 8.63%, ხოლო 7 დღის – 8.33%.

ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 389 შემთხვევა, აჭარა – 157, იმერეთი – 776, ქვემო ქართლი – 179, შიდა ქართლი – 210, გურია – 87, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 245, კახეთი – 182, მცხეთა-მთიანეთი – 66, სამცხე-ჯავახეთი – 91, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 327-ია, მათგან 6 458 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 1 583 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 378 პაციენტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 865 293 შემთხვევა დადასტურდა, მათგან გამოჯანმრთელდა 806 596 და გარდაიცვალა 12 344 ადამიანი.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები