მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი წულუკიანზე: ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც რომ არ ღირს, არაუშავს?

დღეს წულუკიანმა გამოაცხადა, რომ გარდა იმისა, რომ მე კაცის მკვლელი ვარ, (ყველაფერი ჰილარი კლინტონის დალეულ "რედ ბულამდე" დავიდა, ეტყობა "რედ ბული" განსაკუთრებით მომაკვდინებელია სახელმწიფო მდივნებისთვის) თურმე სანდრას დაპატიმრებას ვითხოვ.

ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც რომ არ ღირს, არაუშავს? მე სწორედ იმაზე ვისაუბრე, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა სანდრამ. ის მუდმივად შერჩება საქართველოსა და ევროპის ისტორიას, ეს არარაობები კი სულ მალე დაგვავიწყდება, როგორც ცუდი სიზმარი.

წერს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრზე, თეა წულუკიანზე. მინისტრის საათის ფარგლებში საუბრისას წულუკიანმა თქვა, რომ სააკაშვილი "გალიაში მჯდომი ბელადია" და ცოლის პატიმრობას ითხოვს. " ხარჯების დიდი ნაწილი სანდრასია, მას რატომ არ ასამართლებენ? [...] ოღონდ, სანამ სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ სანდრამ ამ ქვეყანაში შემოიტანა 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში". - თქვა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

კომენტარები