დღეს FAKE-ის სამყაროში გვაცხოვრებენ და ისინი ყვირიან, ხელოვნების მუზეუმს ანგრევენო, ვინც ამ მუზეუმს ანგრევდა, ან რომ ინგრეოდა, ხმას არ იღებდა. ან ყვირიან ისინი, რომ თურმე ჩვენ ვიღაცას ვაწამებთ, ვინც მართლაც მწამებელი და გამაუპატიურებელი იყო. ასეთი სიტყვაც არის ქართულში, ეს არ არის სიძულვილის ენა. ის, ვინც აუპატიურებდა პატიმარს, არის გამაუპატიურებელი. ის, ვინც კლავდა, არის მკვლელი და ა.შ. ერთ-ერთი ახლა გალიიდან გველაპარაკება. სიძულვილის ენაა, ალბათ, მაგრამ ვერ ვხედავ ამაში ვერავითარ პრობლემას.
ქალბატონი სალომე ამბობს თავისი სოპრანოთი თუ რა ხმაა, არ ვიცი, ირაკლი ალასანიას პარტიაში რომ იყავიო... ირაკლი ალასანია კაცის მკვლელო არ ყოფილა არასდროს, მაგრამ თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი, რომელსაც ბრიუსელში იცავდით, კაცის მკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს.