ქობულეთი

ქობულეთში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

ტაბულა

ქობულეთში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღიღ მოკლეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია. მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

განახლება - შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.ც. დააკავა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - 1990 წელს დაბადებულ ი.ი.-ს გულმკერდის არეში დანის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. პოლიციამ ჯ.ც. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს". - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

კომენტარები