მაგლითად, დღეს ქართულ თეატრს არ ჰყავს სცენის გამნათებელი. დღეს ქართული თეატრები შეჰყურებენ 2-3 ღვაწლმოსილ, უკვე ხანდაზმულ რეჟისორს და სულს ვუბერავთ მთელი ქვეყანა, რომ ისინი ჯანმრთელად იყვნენ და, რა თქმა უნდა, იქნებიან კიდევ ბევრი წელი. მაგრამ რეჟისურას და თუნდაც კონსერვატორიის მიმართულებით ვოკალისტის ჩამოყალიბებას სჭირდება ძალიან დიდი თანხები და ეს თანხები, რასაც სახელმწიფო ხარჯავს, უნდა მოხმარდეს პროფესიონალების ჩამოყალიბებას და არა იმას, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი გამოვუშვათ ბაზარზე, რომელიც შემდეგ უბედურია იმიტომ, რომ არც კარიერა აქვს და არც სამუშაო ადგილი.
კულტურის სამინისტრო
წულუკიანი: თეატრები შეჰყურებენ 2-3 ხანდაზმულ რეჟისორს, სულს ვუბერავთ, რომ ჯანმრთელად იყვნენ
tbl.ge/5scn
დაკოპირდა

თქვა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.
ამავე თემაზე
- თელავის თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ნანუკა ხუსკივაძე იქნება
- წულუკიანი: ლაშა ბაქრაძის განცხადებებმა და ქცევებმა ეჭვქვეშ დააყენა სამინისტროს რეპუტაციაც
- კულტურის სამინისტრომ ლაშა ბაქრაძე მუზეუმის დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლა
- წულუკიანი: რუსუდან გლურჯიძის ფილმი შუა ევროპაში გახდა ცენზურის მსხვერპლი
- მთავრობამ კულტურის სამინისტროს Black Sea Arena-ს და ფილარმონიის მართვის უფლება ჩამოართვა




