კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 67 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 100 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 7.92%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 67 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო  24 საათში ჩატარდა 51 749 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 4 100 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 397 პაციენტი.  

დღიური დადებითობის მაჩვენებელი 7.92%-ია, ბოლო 7 დღის - 8.39%, ბოლო 14 დღის კი 8.75%. 

4 100 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 658 დადასტურდა, აჭარაში - 189, იმერეთში - 675, ქვემო ქართლში - 247, შიდა ქართლში - 401 გურიაში - 111, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 302, კახეთში - 252, მცხეთა-მთიანეთში - 102, სამცხე-ჯავახეთში - 134, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი - 29.

3 დეკემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 857 933 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 799 850 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 258 კი გარდაიცვალა.  

1 636 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 596 მკურნალობს, აჭარაში - 126, იმერეთში - 511. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 368 ადამიანია, მათგან თბილისში - 199, აჭარაში - 43, იმერეთში - 34.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები