კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე ახალ შტამზე: პანიკა არ არის საჭირო, პირბადეების ტარების მნიშვნელობა იზრდება

უპირველეს ყოვლისა, არანაირი პანიკა არ არის საჭირო. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გეგმიურად და მიზანდასახულად ის, რასაც აქამდეც ვაკეთებდით და ამას დაემატოს საკარანტინე ღონისძიებები იმ ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებზე, სადაც ომიკრონის შტამი ყველაზე მეტად არის გავრცელებული. თუმცა, ეს დროებითი ზომაა, იმიტომ, რომ თუ ეს შტამი გავრცელდა ევროპის ყველა ქვეყანაში, მაშინ საკარანტინო ღონისძიებების გატარება შეუძლებელი გახდება და უნდა შევეგუოთ იმას, რომ თუკი ეს შტამი ყველგან გავრცელდა, საქართველოშიც გავრცელდება. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სულაც არ არის ტრაგედია და იგივე დაცვის საშუალებები, რაც უნივერსალურია, უპირველეს ყოვლისა, პირბადეები, 100%-ით იცავს როგორც დელტა, ისე ახალი და ნებისმიერი შტამისგან, ამიტომ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება პირბადეების ტარების მნიშვნელობა, ისევე, როგორც ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავების მნიშვნელობა. 

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. კორონავირუსი ახალი შტამი, ომიკრონი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 26 ნოემბერს "შემაშფოთებლად" დაასახელა

კომენტარები