ენმ

მელია: ენმ-ს მხარდამჭერების ნაწილს უნდოდა, ციხე გამეტეხა, მე გაუაზრებლად არ ვიმოქმედებ

ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლების მცირე ნაწილი, რომელიც მთხოვდა, რომ მაგალითად, ერთ დღეში გამეთავისუფლებინა მიხეილ სააკაშვილი და ამ მცდელობაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დამეყენებინა და საპროტესტო მოძრაობა მრავალი თვით, როგორც მინიმუმ, დამესამარებინა, თუ ამას გულისხმობთ იმაში, რომ პარტიის მომხრეები არ მეთანხმებიან, ამაზე მე ვთქვი, რომ გაუაზრებელ ნაბიჯს მე ნამდვილად არ გადავდგამ, იმიტომ, რომ მაქვს პასუხისმგებლობა ჩემს მეგობრებთან ერთად, არ მინდა, რომ დავასამარო მათი იმედი და იმის ალბათობაც, რომ რეჟიმი შეიცვალოს. ჩემს არაცივი გონებით გადადგმულ ნაბიჯს ეს აუცილებლად მოჰყვებოდა. არის მცირე ნაწილი ამომრჩევლების, რომელსაც უნდოდა, რომ მე-3 დღეს გამეტეხა ციხე, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ... 

ორი მნიშვნელოვანი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი. პირველი ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებები. შეიძლება, ვიღაცას ყურს ჭრიდეს და ფიქრობდეს, რომ რა დროს საკონსტიტუციო ცვლილებებზეა საუბარი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაში. არა, მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის დახსნის ერთ-ერთი გზა. თუ ქართული ოცნება ამ ცვლილებებს არ მიიღებს უახლოეს პერიოდში, ჩვენ, ოპოზიცია, განსაკუთრებით საპარლამენტო ოპოზიცია ადეკვატურ გადაწყვეტილებას მივიღებთ და იქნება ახალი, დამატებითი პლატფორმა, საიდანაც საპროტესტო მოძრაობა დაიწყება, მაგრამ უნდა ვაიძულოთ, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დახმარებით. შემთხვევით არ წამოცდებიან ქალბატონ დეგნანს
"ტირანია". 

მჯერა, რომ ამ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები იქნება. შეიძლება, ბევრმა ადამიანმა მკითხოს, რატომ ვარ ასე დარწმუნებული. მე ხომ ვიცი, კულისებს მიღმა რას ვაკეთებ და როგორ ვემზადები, ხო? საპროტესტო მოძრაობას სჭირდება რესურსებით გაძლიერება. მზად უნდა შეხვდე დიდ მოძრაობას, რომ ბოლოში გაიყვანო, მაგრამ ისე გააკეთო ეს, რასაც პირველივე დღიდან ვაკეთებთ – არაძალადობრივად. 

ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში ისაუბრა. წამყვანმა ინგა გრიგოლიამ მელიას ენმ-ს იმ მხარდამჭერებზე ჰკითხა, რომლებიც მისი ბრძოლის სტრატეგიას აკრიტიკებენ და მიიჩნევენ, რომ ნიკა მელია არასაკმარისს აკეთებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოსაყვანად. 

კომენტარები