რუსული ოკუპაცია

სუს: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ვანელთან მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

www.tzona.org

რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ სოფელ ვანელიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.  

"უკანონო დაკავების ფაქტზე, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის გათავისუფლების მიზნით.

საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას". - წერს უწყება. 

კომენტარები