სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები ხშირად "უფლებრივი კატეგორიებით" საუბრობენ: ჩემი ავტონომია, ჩემი უფლება, ჩემი თავისუფლება და ა.შ.
მე არ ვიცი ამ ხალხს ადამიანის უფლებების სამართალთან ახლოს თუ გაუვლია, მაგრამ თუ ეს თავისუფლება სხვათა სიცოცხლის უფლებას ზღუდავს, ასეთი შეჯახებისას ყოველთვის ისმება კითხვა ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან: რომელი უფრო მნიშვნელოვანია?
შეგიძლიათ სასწორი წარმოიდგინოთ. აქეთ ეს თავისუფლებაა. იქეთ სხვების სიცოცხლის უფლების წართმევა.
კოვიდთან დაკავშირებულ საკითხებზე უკიდურესად მჩატე მსჯელობა და სეგრეგაციად წარმოდგენა კი სეგრეგაციის გაპუსტიაკებაა და სეგრეგაციის მსხვერპლთა უპატივცემულობა.