რუსეთი

რუსეთში ყოფილ სქეიღუმენს თვითმკვლელობისკენ მოწოდებისთვის პატიმრობა მიუსაჯეს

სქეიღუმენი სერგი

მოსკოვის სასამართლომ ყოფილი სქეიღუმენ სერგის 3.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ყოფილი სქეიღუმენი სასამართლომ დამნაშავედ ცნო თვითნებობაში, აღმსარებლობის თავისუფლების უფლების დარღვევის და თვითმკვლელობისკენ მოწოდებისთვის. 

პროკურატურა სასულიერო პირისთვის საერთო რეჟიმის კოლონიაში 4-წლიან პატიმრობას ითხოვდა. გამოძიების ვერსიით სქეიღუმენი სერგი მოწრმუნეებს ქრისტიანობის იდეოლოგიის საფარქვეშ თვითმკვლელობისთვის მოუწოდებდა, მის მიერ უკანონოდ დაკავებულ შუაურალის მონასტერში ინვენტარიზაციას ხელს უშლიდა და მღვდელმსახურების აკრძალვის შემდეგ მონასტრის ტერიტორიაზე რუსეთის მართმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს არ უშვებდა და ამით რელიგიური რიტუალების ჩატარებას უშლიდა ხელს.

თავად სასულიერო პირი ბრალს არ აღიარებს.

"მე არ მოვუწოდებდი [მრევლს] თვითმკვლელობისკენ, არამედ სიცოცხლის გაწირვისკენ, რელიგიური გმირობისკენ... თავად ვოცნებობ გავიმეორო ქრისტეს გზა, მივდივარ ამისკენ მთელი ჩემი ცხოვრება" - თქვა სქეიღუმენმა სერგიმ სასამართლოზე.

სასულიერო პირის ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

ყოფილ სქეიღუმენ სერგის მღვდელმსახურების უფლება 2020 წლის გაზაფხულზე კორონავირუსის პანდემიის უარყოფის და მასზე რადიკალური წარმოდგენების გამო შეუჩერეს. ის რუსეთის მთავრობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების მიღების გამო აკრიტიკებდა და მრევლს შეზღუდვების დარღვევისკენ მოუწოდებდა. გარდა ამისა კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით ყოფილი სქეირუმენი კონსპირაციულ თეორიებს ავრცელბდა და ამბობდა, რომ ვაქცინები ადამიანების მიკროჩიპებით გაკონტროლებისთვის იყო შექმნილი. მღვდელმსახურების უფლების შეჩერების მიუხედავად, მან შუაურალის დედათა მონასტერი დაკავა და იქ მღვდელმსახურებას აგრძელებდა. ოქტომბერში ის ეკლესიიდან განკვეთეს, ხოლო დეკემბერში მონასტერი სამართალდამცველებმა შტურმით აიღეს და ყოფილი სქეიღუმენი დააკავეს.

ყოფილი სქეიღუმენი სერგი (ერისკაცობაში ნიკოლაი რომანოვი) წარსულში საბჭოთა პოლიციის ოფიცერი იყო. მას მკვლელობისთვის, ქურდობისა და თავდასხმისთვის 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის სასულიერო სკოლაში სასწავლებელში შევიდა და მოგვიანებით ბერად აღიკვეცა.

კომენტარები