კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 65 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 459 ახალი შემთხვევა

Covid 19-ით კიდევ 65 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 51 321 ტესტი და დადასტურდა 4 459 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 957 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.69%, ბოლო 14 დღის - 8.91%, ხოლო ბოლო 7 დღის - 8.65%.

ინფიცირების 4 459 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 740 გამოვლინდა, აჭარაში - 186, იმერეთში – 843, ქვემო ქართლში – 257, შიდა ქართლში – 349, გურიაში – 136, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 358, კახეთში – 260, მცხეთა-მთიანეთში – 128, სამცხე-ჯავახეთში – 171, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 31.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 45 799, საიდანაც 6 545 ადამიანი კლინიკაში მკურნალობს, 1 125 - Covid სასტუმროში, ხოლო 38 129 - საკუთარ სახლში.

მძიმე პაციენტია 1 674, მათგან 370 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 850 102 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 792 158 პაციენტი და გარდაიცვალა –   12 119.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები