ჩემი საყვარელი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ამბობდა, რომ ჩვენ ვართ ერთი თაობის იქით დამოუკიდებლობის დაკარგვიდან. მინდა სამწუხაროდ ვთქვა, რომ დღეს დაგვიდგა ის დრო, როცა ეს არის ის, რაც ჩვენ თვალწინ ხდება. ეს არის ობიექტური რეალობა. მე რომ ბათუმში ვიყავი, დავდიოდი და ვხედავდი, ძალიან ბევრი რუსი დადის. რუსები სხვადასხვანაირები არსებობენ, მაგრამ რაღაც საკმაოდ უჯიშო, გაურკვეველი წარმოშობის პროვინციული რუსები, რომლებიც ყიდულობენ იმ ბინების 70%-ს, რომელიც იქ შენდება. მე დავინახე, რომ მაგალითაც ციხის მაღაზიაში ძალიან ბევრი რუსული პროდუქტი იყიდება, ელემენტარული რაღაცები, ტელევიზორში ძალიან ბევრი რუსული არხია ქართულ ენაზე ნათარგმნი, სხვათაშორის, მსგავსი არაფერი ხდება უკრაინაში, იქ ეს ყველაფერი აკრძალულია, რადგან უკრაინა რუსეთთან მეომარი ქვეყანაა, ისევე, როგორც საქართველო.
მიხეილ სააკაშვილის დაკავება
სააკაშვილი: ბათუმში ყოფნისას ვხედავდი უჯიშო, გაურკვეველი წარმოშობის, პროვინციელ რუსებს
tbl.ge/5s6d
დაკოპირდა
თქვა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- ინსპექტორის სამსახური: სასამართლოს გადაწყვეტილება საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს ადგენს
- სასამართლომ პენიტენციურს სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის დაკისრებული ჯარიმა გაუუქმა
- დეკანოიძე: სააკაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისიაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია
- მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
- თუთბერიძე: თუ სააკაშვილის უფლებები კვლავ შეილახება, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს