აზარტული თამაშები

ღარიბაშვილი: აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მლნ ადამიანს შეეზღუდება

25 წლამდე ჩვენს მოქალაქეებს აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება, აქაც გაწერილი გვაქვს დეტალურად, თუ ვის შეეხება შეზღუდვა, ესენი არიან სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხელეები, პირები, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე პირები, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით. ჯამში, პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ წვდომა, შეადგენს 1 მილიონამდე სრულწოლვან ადამიანს.

თქვა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები