აზარტული თამაშები

ხუციშვილი: აზარტული თამაშების სექტორისთვის საგადასახადო დასაბეგრი ბაზა 70%-ით გაიზრდება

ონლაინ სათამაშო ბიზნესისათვის გათვალისწინებულია სრულად ახალი საგადასახადო სისტემის შემოღება, კერძოდ, განაწილებული მოგების გადასახადის ნაცვლად, დაიბეგრება ე.წ. GGR, რაც არის მიღებულ ფსონსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობა, 10%-იანი მოგების გადასახადით და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მიღებული პრაქტიკა მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, გაცემული მოგებები დაიბეგრება თანხის გატანისას 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით. ჯამურად, 65-70%-ით გაიზრდება საგადასახადო დასაბეგრი ბაზა აღნიშნული სექტორისთვის. 

ამბობს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი აზარტული თამაშების სექტორთან დაკავშირებით. 

პრემიერმინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე ონლაინ კაზინოების გადასახადები უნდა გაიზარდოს, მეორეზე კი ონლაინ კაზინოები საერთოდ უნდა აიკრძალოს. 

კომენტარები