2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იტალიის ან პორტუგალიის გარეშე ჩაივლის

26 ნოემბერს, ციურიხში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფების კენჭისყრა გაიმართა. ევროპისთვის დარჩენილი 3 ადგილისთვის 12 გუნდი იბრძოლებს. პლეი ოფში შესარჩევის ჯგუფებში მეორე ადგილზე გასული 10 ქვეყნის ნაკრები და ერთა ლიგის ჯგუფების 2 საუკეთესო გუნდი იბრძოლებს, რომლებიც მუნდიალზე შესარჩევიდან ვერ მოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის შედეგად 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს იტალიის ან პორტუგალიის ნაკრები გამოტოვებს. ევროპის მოქმედი და ყოფილი ჩემპიონები ერთ ბადეში მოხვდნენ. იტალიის ნაკრები პირველ ეტაპზე ჩრდ. მაკედონიას დაუპირისპირდება, პორტუგალია კი თურქეთს შეხვდება. ამ წყვილების გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება დარჩენილ 2 ბადეს, პირველ ბადეში ერთმანეთს შოტლანდია-უკრაინა და უელსი-ავსტრია შეხვედბიან. მეორე ბადეში კი რუსეთი-პოლონეთი და შვედეთი-ჩეხეთი მოხვდნენ.

ნახევარფინალური შეხვედრები 2022 წლის 24 მარტს გაიმართება, ფინალები კი 29 მარტს.

კომენტარები