2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე პროტესტის მცდელობისთვის რუსი აქტივისტები დააკავეს

Pussy Riot-ის წევრები ცდილობენ მოედანზე შეღწევას 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, მოსკოვში
Thanassis Stavrakis

კატარში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე, რუს აქტივისტთა დაჯგუფების - Pussy Riot-ის წევრები დააკავეს. აქტივისტები მოედანზე შეჭრას უკრაინაში ომის გაპროტესტების, რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისა და ირანში ქალთა მიმართ ძალადობის შეწყვეტის მოთხოვნით ცდილობდნენ.  

ბერლინში არსებული საქველმოქმედო ფონდის - Cinema for Peace Foundation ცნობით, დაცვის მიერ დაკავებულთა შორის არიან Pussy Riot-ის რუსი აქტივისტები ნიკა ნიკულშინა და პეტრე ვერზილოვი, ასევე, ერთ-ერთი უკრაინელი აქტივისტი.

მედიის ინფორმაციით, აქტივისტები დაცვამ მანამდე შეაკავა, ვიდრე ისინი მოედანზე შეაღწევდნენ.

კომენტარები