2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

FIFA: კატარში სტადიონებზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლი არ გაიყიდება

კატარში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ 8 სტადიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლი არ გაიყიდება. შესაბამის განცხადებას ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIFA) ავრცელებს.

თავდაპირველი შეთახნმების მიხედვით, მიუხედავად კატარის მიერ ქვეყანაში ალკოჰოლის გაყიდვის მკაცრი კონტროლისა, სტადიონის "კონკრეტულ ზონებში" ალკოჰოლის გაყიდვა შესაძლებელი უნდა ყოფილიყო, თუმცა, კატარელთა მოთხოვნის ფონზე, ტურნირის დაწყებამდე 2 დღით ადრე FIFA-მ გადაწყვეტილება შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების მიუხედავად სტადიონების კორპორატიულ ზონებში ალკოჰოლის შეძენა კვლავ შესაძლებელი იქნება.

"კატარის ხელისუფლების წარმომადგენლებთან დისკუსიების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ალკოჰოლური სასმელები გაიყიდოს ფანების ფესტივალის, ფანების შეკრების ზონებსა და სხვა ლიცენზირებულ ტერიტორიებზე. სტადიონებიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან კი ლუდის გასაყიდი პუნქტები მოიხსენება". - წერია FIFA-ს განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება არ შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი სპონსორის Budweiser-ის უალკოჰოლო ლუდის Bud Zero-ს ხაზს.

კომენტარები