პოლიტიკური კრიზისი

ნაცვლიშვილი: გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ბოკერიას ინტერესში, გადაიქცეს ოპოზიციის ოპოზიციად

ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს გიგა ბოკერიას ინტერესში, გადაიქცეს ოპოზიციის ოპოზიციად. მთავარი ორიენტირი, რის ირგვლივაც უნდა იყოს მუშაობა ოპოზიციაში, არის სისტემის ცვლილება, რადგან ამ სისტემის ცვლილების გარეშე რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ეს ხელისუფლებას ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველად ხელში დაუტოვებს ძალიან ბასრ, უსამართლო იარაღს. რა თქმა უნდა, ამ ბასრ იარაღს ხელისუფლება გამოიყენებს, რათა ისევ ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა პარტია ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა. ევროპული საქართველოს ლიდერებმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ხედვა წარადგინეს. პარტიის პოზიციით, ოპოზიციამ პარლამენტში დემოკრატიული პროცესის სიმულაცია უნდა შეწყვიტოს.

კომენტარები