ევროპული საქართველო

ბოკერია: თუ ამოცანებს არასწორად დასახავ, ამით პირიქით, რეჟიმის წისქვილზე დაასხამ წყალს

ძალიან კრიტიკული ვარ იმ არათანმიმდევრულობის მიმართ, რასაც ავლენს ნაციონალური მოძრაობა და ლელო. ზოგადად, ჩვენთვის ახლა ყველაზე სარისკოა ან თავის მოტყუება და რეალობის არშეფასება, ან პირიქით – შეფასებისას სასოწარკვეთაში გადავარდნა. ეს ერთმანეთთან კავშირშია ხოლმე, თუ დიდი ხანი თუ რეალობას არ უსწორებ თვალს და თავს იტყუებ, მერე უფრო მწარეა რეალობა რომ დაგარტყამს. მერე იწყება ის საფრთხე, რითიც საბჭოთა რეჟიმები სარგებლობენ ხოლმე – უიმედობა, ნიჰილიზმი, სასოწარკვეთა. ამიტომ ვარ ხოლმე ძალიან კრიტიკული ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერის, რამხელა გავლენაც არ უნდა ჰქონდეს, განაცხადის, დაპირებისა და ამოცანის დასახვის მიმართ. მე არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში პოლიტპატიმრებს. ვგულისხმობ იმათ, ვისაც აქვთ საშუალება, შეასრულონ პოლიტიკური ამოცანები გარეთ. 

ჩვენ, ევროპული საქართველო ვაპირებთ, რომ სწორედ ამ ვითარებიდან გამომდინარე ხვალ ჩვენი ხედვა წარვუდგინოთ საზოგადოებას ყველა ასპექტთან დაკავშირებით, რაც მიმაჩნია აუცილებლად, რომ უნდა მივიტანოთ საზოგადოების ყველაზე აქტიურად განწყობილ ნაწილთან, იმიტომ, რომ ისინი მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, გულწრფელად აღშფოთებულები და უნდათ სწრაფი შედეგები. როდესაც აქციებზე ვიყავით, ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ რა ვქნათ? რამდენი ხანი უნდა ვიცადოთ? აბა, 2024-მდე დავიცადოთ? ეს არგუმენტი ძალიან ხშირად მესმის, რომ დრო არ გვაქვს. მე ვეთანხმები, რომ ივანიშვილის რეჟიმის ყველა დღე ძალიან დამაზიანებელია და შეიძლება, დამანგრეველიც აღმოჩნდეს, ოღონდ, გაუაზრებელი მოქმედება და არარეალისტური ამოცანების დასახვა უფრო წელავს ამ დროს. ამ არგუმენტით, რომ დრო არ გვაქვს, არ ვიფიქროთ და არ ვთქვათ სიმართლე, უფრო მეტად გაგვიხანგრძლივებს პრობლემას. 

მე მიმაჩნია მცდარად და თავის მოტყუებად, თუ ვინმე ეუბნება სააკაშვილს, ან საზოგადოებას, რომ ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად უნდა გამოვიყვანოთ სააკაშვილი ციხიდან. ეს პირველად თქვეს მეორე ტურის წინ, რომ არჩევნებში გასამარჯვებლად ციხიდან უნდა გამოვიყავნოთ მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ვეუბნებოდით, და ეს ეწყინათ, რომ ტყუილია, ეს ვერ მოხდება – მეორე ტურში უნდა გაიმარჯვო, რომ გამოიყვანო ბევრი ხალხი. ახლაც, ამ რეჟიმის დასუსტება და დამარცხება არის გასაღები პოლიტიკური დევნის შეწყვეტის და სააკაშვილის განთავისუფლებისა და არა პირიქით. თუ პირიქით აყენებ საკითხს, თავს იტყუებ, გარკვეული ტიპის ადამიანებს თიშავ ამ პროცესიდან. ასეთ საკითხში, როცა პრინციპულად ქვეყნის მომავლისა და ტრადიციის უაღრესად დაზიანების ფასად დაამცირა პრეზიდენტი და ინსტიტუტი, ამ ადამიანისთვის ხომ სააკაშვილის გაშვება მისი ძალაუფლების დასრულების ტოლფასი ამბავია? ეს როგორ შეიძლება, არ ესმოდეს ვინმეს. პატიმრებზე არ ვლაპარაკობ, პატიმარი სხვა საკითხია, ისევე როგორც მისი ოჯახის წევრები. ამოცანას თუ არასწორად დასახავ, ამით პირიქით, მის [ივანიშვილის] წისქვილზე დაასხამ წყალს. 

ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ფორმულას ეთერში ისაუბრა. გიგა ბოკერიამ მიმოიხილა პოლიტიკური ლიდერების გზავნილები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებიდან დღემდე. 

კომენტარები