ჩვენ, მის თანამებრძოლებს და პარლამენტის დეპუტატებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ გვეძლევა საშუალება, მისი მონახულება შევძლოთ. არავითარი განმარტება არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა და იზოლაცია არ დასრულებულა, ეს არის ერთ-ერთი გამოხატულება, რაზეც ახლა მე გესაუბრებით და დღეს მანაც გააკეთა განცხადება, რომ იგი შეწყვეტს მკურნალობას იმ შემთხვევაში, თუ მის თანამებრძოლებს არ ექნებათ საშუალება, რომ მასთან შევიდნენ, თან ყველანაირი ლეგიტიმური უფლებით, რადგან ჩვენ კანონით ვართ აღჭურვილები ამ უფლებით.
tbl.ge/5s29
დაკოპირდა

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ხატია დეკანოიძე ფორმულას ეთერში. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით, თუკი მასთან დეპუტატებს არ შეუშვებენ, ის მკურნალობაზე ისევ უარს იტყვის.
ამავე თემაზე
- უგრეხელიძე: სანამ ოპოზიცია არ გაემიჯნება ფედერალისტებს, იქნება ჩერგოდამოკიდებული იმპოტენტი
- ბოკუჩავა აშშ-ს სენატის უმრავლესობის ლიდერს, ჯონ ტუნს შეხვდა
- ენმ ოცნების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების შეტანას იწყებს
- ბოკუჩავა: ვმუშაობთ, რომ უვიზო მიმოსვლა მარტო რეჟიმის წარმომადგენლებისთვის შეჩერდეს
- ენმ: ლევან ხაბეიშვილი დააკავეს




