მე-10 მოწვევის პარლამენტი

ინჯია მოსამართლეობის კანდიდატს: სამი შვილი გყავთ, ფიქრობთ კიდე გამრავლებას? მე ვისურვებდი

ფრიდონ ინჯია

ევროპელი სოციალისტების დეპუტატი ფრიდონ ინჯიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენადი მაკარიძეს ქორწინების ასაკის დაწევაზე კითხვა დაუსვა.

ფრიდონ ინჯია: ბატონო გენადი, თქვენ სამი შვილი გყავთ, ფიქრობთ, კიდე გამრავლდეს თქვენი ოჯახი? მე, მაგალითად, ვისურვებდი.

გენადი მაკარაძე: ადამიანს რაც მეტი ჰყავს შვილი, მით უკეთესია ერისთვის, ქვეყნისთვის

ფრიდონ ინჯია: გისურვებთ ჯანმრთელობას და გამრავლებას.

გენადი მაკარაძე: მადლობა

ფრიდონ ინჯია: მოგეხსენებათ, საქართველოში არის დემოგრაფიული პრობლემები, ზღვრული ასაკი ქორწინების, რამდენად მიგაჩნიათ, რომ შეიძლება შემცირდეს, ერთი წლით მაინც?

გენადი მაკარაძე: არა, ვფიქრობ, რომ ის, რაც კანონმდებლობით არის დადგენილი, საკმაოდ გონივრულია. ქორწინება ეს ბევრ სოციალურ საკითხს...

ფრიდონ ინჯია: მადლობა ბატონო გენადი, თქვენ ბრძანეთ არა.


25-26 ნოემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაეს სასამართლოში ოთხი მოსამართლის ასარჩევად კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო. 25 ნოემბერს კომიტეტი ორ კანდიდატს - გენადი მაკარიძეს და თამარ ოქროპირიძეს გაესაუბრება.

კომენტარები