ენმ

ბოკუჩავა: სახალხო დამცველი ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც ივანიშვილმა ვერ დაიქვემდებარა

სახალხო დამცველი არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ჯეროვნად ასრულებს საკუთარ უფლება-მოვალეობებს და ვერ დაიქვემდებარა და ვერ მოახდინა მისი უზურპაცია ბიძინა ივანიშვილმა, რაც არ ჯდება მისი მმართველობის მოდელში. 

რაც შეეხება ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ესეც პუტინისტური ნარატივია, როდესაც ისინი საუბრობენ სუვერენულ დემოკრატიაზე და იმაზე, რომ სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლები, რეალურად კი საქართველოს მეგობრები, რომლებიც გულშემატკივრობენ ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, არ უნდა გამოხატავდნენ არანაირ აზრს ამა თუ იმ მოვლენაზე. 

ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, თინა ბოკუჩავა ხელისუფლების წევრების მხრიდან სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე გახშირებულ თავდასხმებს, რომელსაც დასავლელმა პარტნიორებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 23 ნოემბერს თქვა, რომ მისთვის უინტერესოა, რას იტყვიან "მიკერძოებული ევროპარლამენტარები, თუ კონგრესმენები". 

კომენტარები