კარგად მოგვეხსენება, რომ ყოფილი ხელისუფლების, ასე ვთქვათ, მეგობართა კლუბები არსებობენ, მათ შორის, ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და მათი განცხადებები ჩემთვის, როგორც პრემიერმინისტრისთვის, აბსოლუტურად უინტერესოა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მაშინ, როცა ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში, მათ მოახერხეს და შეძლეს ე.წ. მეგობართა კლუბები ამერიკაშიც, ევროპაშიც, ევროპარლამენტარებს, კონგრესმენებს ვგულისხმობ და სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრში დასაქმებულ ე.წ. ექსპერტებს, რომლებიც დღესაც აქტიურობენ. შეგახსენებთ, რომ არა ამ ქვეყნის მეგობართა კლუბებში, არამედ პირადი ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებთ, მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონები აქვთ დახარჯული, სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არა პირადი ან პარტიის შემოსავლებიდან. შესაბამისად, ეგ ჩემთვის ძალიან მარტივი ასახსნელია, მაგალითად, რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი, არ არის საინტერესო ჩემთვის, მით უმეტეს, ჩვენი მოსახლეობისთვის არ უნდა იყოს საინტერესო.
პოლიტიკური კრიზისი
ღარიბაშვილი: ჩემთვის უინტერესოა რას იტყვის მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი
tbl.ge/5rz2
დაკოპირდა
თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ამავე თემაზე
- პარლამენტის პიკეტირების საქმეზე სტრასბურგმა 1 აქტივისტზე დარღვევა დაადგინა, 2-ზე, არა
- ბოკერია: მკაფიო გზავნილის ნაცვლად, საპარლამენტო ოპოზიცია გაუგებარ შეთავაზებებს აგრძელებს
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა