გერმანიის ელჩი საქართველოში

ბოკერია გერმანიის ელჩზე: ასეთი მეთოდებით მუშაობა ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ

"ასეთი მეთოდებით მუშაობა ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ საკუთარი მიზნის მისაღწევად" – ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია გერმანული გამოცემის, BILD-ის მიერ საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას.

"თუ ეს ამბავი დასტურდება, რაც არის ეჭვები სტატიაში, ეს სერიოზული პრობლემაა. ზოგადად, იმ ტიპის რეჟიმებს, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია და როგორიც ხარისხობრივად ბევრად უფრო მძიმე ფორმით პუტინის რეჟიმია, ახასიათებთ ასეთი მეთოდებით მოქმედება. არ არის ჩემთვის გასაკვირი ივანიშვილის რეჟიმისგან ასეთი მეთოდების გამოყენება, ასეთი მეთოდებით მუშაობა ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ საკუთარი მიზნის მისაღწევად და ეს სერიოზული საკითხია, თუ ეს ფაქტები დადასტურდა". – თქვა გიგა ბოკერიამ.

BILD-ის მიერ გამოქვეყნებული ვრცელი სტატიაში მიმოხილულია გერმანიის ელჩის კონტრავერსიული გადაწყვეტილებები და განცხადებები, რომლითაც ის მუდმივად გამოხატავდა კეთილგანწყობას მმართველი პარტიის მიმართ, მაშინ, როდესაც ის ღიად უპირისპირდებოდა არასამთავრობო სექტორს. 

კომენტარები