მთავრობის სხდომა

ღარიბაშვილი: 2022 წლის იანვარში მშპ ისტორიული მაქსიმუმი, 62 მილიარდი ლარი იქნება

“ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები არის ძალიან დამაიმედებელი. აღდგენა მიმდინარეობს ძალიან სწრაფი ტემპებით. 2022 წლის იანვარში მშპ იქნება 62 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი, ერთ სულ მოსახლეზე ეს იქნება 5 500 დოლარი, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 11%-ს პირველი ცხრა თვის განმავლობაში, რაც, რა თქმა უნდა, არის უპრეცედენტო ზრდა მთელი რეგიონისა და ევროპის მასშტაბით.” 

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები