პენგ შუაი

ჩინელი ჩოგბურთელი გაუჩინარების შემდეგ პირველად ესაუბრა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს

პენგ შუაი
AP

ჩინელი ჩოგბურთელი პენგ შუაი გაუჩინარების შემდეგ ვიდეოზარით პირველად ესაუბრა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) წარმომადგენლებს. 2 ნოემბრის შემდეგ ეს პენგ შუაის პირველი კონტაქტია საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ჩოგბურთელი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც ჩინეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი ჩჟან გაოლი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

ჩოგბრუთელი საერთაოშიროს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებს, მათ შორის თავმჯდომარე თომას ბახს 30 წუთის განმავლობაში ესაუბრა. ორაგნიზაციის თანახმად, მან მადლობა გადაუხადა IOC-ს მის გამო ნერვიულობისთვის.

"აგვიხსნა, რომ უსაფრთხოდ და კარგად არის, ცხოვრობს თავის სახლში პეკინში და სურს, რომ ამ დროს პატივი სცენ მის პირად ცხოვრებას და ამიტომ ახლა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურჩევნია დროის გატარება" - ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

2 ნოემბერს ჩინურ სოციალურ ქსელში Weibo სპორტსმენმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ 2018 წელს გაოლიმ გააუპატიურა. ჩოგბურთელის პოსტი 20 წუთში წაიშალა, ამ დროისთვის შუაის ანგარიში სოციალურ ქსელში აღარ არსებობს.

ჩოგბურთელთან კონტაქტზე გასვლა ცდილობდნენ სხვა სპორტსმენები და ქალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (WTA). ასოციაცია ამბობდა რომ, შუაი გაუჩინარდა და მისი ადგილსამყოფელი არავინ იცის.

ოლიმპიურ კომიტეტთან დაკავშირებამდე ჩინურმა სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შუაი პეკინში ჩოგბურთის ტურნირს ესწრებოდა და ვიდეოც გაავრცელა. თუმცა ამის მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოება პენგ შუას კეთილდღეობის დამადასტურებელ სარწმუნო საბუთს ითხოვდა.

პენგ შუაის გაუჩნარებას გამოეხმაურნენ სხვადასხვა ჩოგბურთელები, მათ შორის სერენა ულიამსი, ნოვაკ ჯოვიკიჩი, რაფაელ ნადალი და ნაომი ოსაკა.

პენგ შუაიმ პროფესიონალური კარიერა 2001 წელს დაიწყო. სხვადასხვა წლებში მოგებული აქვს საფრანგეთის ღია პირველობა და უიმბლდონი წყვილთა თანრიგში. 2014 წელს იყო პირველი ჩოგანი წყვილთა თანრიგში. ერთეულთა თანრიგში მისი საუკეთესო შედეგია US Open-ის ნახევარფინალი და მეთოთხმეტე ადგილი WTA-ს რეიტინგში.

კომენტარები