პენგ შუაი

ჩინეთის სამთავრობო მედიამ გაუჩინარებული ჩოგბურთელის ვიდეო გამოაქვეყნა

პენგ შუაი

ჩინეთის სამთავრობო მედიის Global Times-ის მიხედვით, გაუჩინარებული ჩოგბურთელი პენგ შუაი პეიკნში ჩოგბურთის ტურნირს ესწრება. Global Times-ის მთავარმა რედაქტორმა Twitter-ზე გამოქვყენა ვიდეო და დაწერა, რომ პენგ შუაი მოზარდების ჩოგბრუთის ტურნირის ფინალის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა. ჩოგბურთელი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც ჩინეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი ჩჟან გაოლი სექსუალურ ძალადობაში ამხილა.

2 ნოემბერს ჩინურ სოციალურ ქსელში Weibo სპორტსმენმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ 2018 წელს გაოლიმ გააუპატიურა. ჩოგბურთელის პოსტი 20 წუთში წაიშალა, ამ დროისთვის შუაის ანგარიში სოციალურ ქსელში აღარ არსებობს.

ჩოგბურთელთან კონტაქტზე გასვლა სცადეს სხვა სპორტსმენებმა და ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (WTA). ასოციაციის თქმით, შუაი გაუჩინარდა და მისი ადგილსამყოფელი არავინ იცის.

როგორც WTA-ს წარმომადგენლმა Reuters-ს უთხრა, სამთავრობო მედიის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო მისი უსაფრთხოების არასაკმარისი სამხილია. WTA-ის თავმჯდომარის სტივ სიმონის თქმით, სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ვიდეოები არ ადსტურებს რომ ჩოგბურთელი "თავისუფალია და შეუძლია გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად, იძულებისა და გარე ჩარევის გარეშე მიიღოს". ორგანიზაცია ჩინეთს ემუქრება, რომ ქვეყანაში დაგეგმილ ტურნირებს გააუქმებს, თუ პენგ შუაის უსაფრთხოებაში არ დარწმუნდება.

დიდი ბრიტანეთის საგარეო ოფისმა შეშფოთება გამოხატა ჩოგბურთელის გაუჩინარების გამო და ჩინეთს მოუწოდა მისი ადგილსამყოფელისა და უსაფრთხოების სარწმუნო საბუთი გაევრცელებინა.

პენგ შუაის გაუჩნარებას გამოეხმაურნენ სხვადასხვა ჩოგბურთელები, მათ შორის სერენა ულიამსი, ნოვაკ ჯოვიკიჩი, რაფაელ ნადალი და ნაომი ოსაკა.

პენგ შუაიმ პროფესიონალური კარიერა 2001 წელს დაიწყო. სხვადასხვა წლებში მოგებული აქვს საფრანგეთის ღია პირველობა და უიმბლდონი წყვილთა თანრიგში. 2014 წელს იყო პირველი ჩოგანი წყვილთა თანრიგში. ერთეულთა თანრიგში მისი საუკეთესო შედეგია US Open-ის ნახევარფინალი და მეთოთხმეტე ადგილი WTA-ს რეიტინგში.

კომენტარები