კორონავირუსი ევროპაში

ჯანმო: შესაძლოა, მარტამდე ევროპაში Covid-19-ით კიდევ 500 000 ადამიანი გარდაიცვალოს

ჰანს კლუგე
WHO

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპაში Covid-19-ის გავრცელებით "ძალიან შეშფოთებულია". BBC-სთან საუბრისას ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე ამბობს, რომ გადაუდებელი ზომების მიღების გარეშე 2022 წლის მარტამდე ევროპაში კორონავირუსით, შესაძლოა, კიდევ 500 000 ადამიანი გარდაიცვალოს.

კლუგეს თქმით, ვირუსის სწრაფ გავრცელებას ზამთრის სეზონი, რეგიონში უფრო გადამდები დელტა ვარიანტის არსებობდა და მოსახლეობის არასრულად ვაქცინირება უწყობს ხელს. ჯანმოს რეგიონულმა დირექტორმა ვაქცინაციის პროცესი გააქტიურებაზე, ჯანდაცვის ზომების შემოღებაზე და ახალი სამკურნალო საშუალებების საჭიროებაზე ისაუბრა.

"Covid-19 კიდევ ერთხელ გახდა ჩვენს რეგიონში სიკვდილიანობის პირველი მიზეზი." - თქვა კლუგემ და აღნიშნა, რომ ვირუსთან ბრძოლისთვის რისი გაკეთებაა საჭირო, ცნობილია.

კლუგემ აღნიშნა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია უკანასკნელი საშუალება უნდა იყოს, მაგრამ დროა საკითხის სამართლებრივი და სამოქალაქო განხილვა დაიწყოს.

"სავალდებულო ვაქცინაციამდე არსებობს სხვა საშუალებები, როგორიცაა კოვიდ-სერტიფიკატები. ეს არ არის თავისუფლების შეზღუდვა, ეს არის ინდივიდუალური თავისუფლების დაცვის საშუალება" - თქვა კრუგემ.

ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე სხვადასხვა ქვეყნებში შეზღუდვების გამკაცრება დაიწყო. 19 ნოემბერს ავსტრიამ მორიგი საყოველთაო ლოკდაუნის გეგმა გამოაცხადა, ასევე ავსტრია პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელშიც ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. გადაწყვეტილება ძალაში თებერვლიდან შევდა. ავსტრიის კანცლერის ალექსანდერ შალენბერგის თქმით, ეს რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა აცრა "მანკიერი წრიდან თავის დაღწევის" ერთადერთი საშუალებაა. მთავრობის გადაწყვეტილებამ მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია და დედაქალაქ ვენაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

შეზღუდვების გამკაცრებას და ნაწილობრივი ლოკდაუნის დაწესებას პროტესტი მოჰყვა ნიდერლანდებშიც. როტერდამში პროტესტმა ძალადობრივი სახე მიიღო და პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნა.

ევროპის სხვა ქვეყნებიც ამკაცრებენ პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. სლოვაკეთი ქვეყნის აუცრელი მოსახლოებისთვის შეზღუდვების დაწესებას განიხილავს. აუცრელი მოსახლეობისთვის შეზღუდვებს აწესებს გერმანიაც.

დიდი ბრიტანეთის მთავრობას ლოკდაუნის დაწესებას არ გეგმავს, თუმცა სხვადასხვა შეზღუდვების შემოღებას აპირებს. მათ შორის შიდა სივრცეებში კოვიდ პასპორტების მოთხოვნას, გარკვეულ ადგილებში ნიღბების სავალდებულო ტარებას და დისტანციური მუშაობის რეკომენდაციის გაცემას.

კომენტარები