კორონავირუსი ევროპაში

ევროპარლამენტარებმა COVID-პასპორტებზე კანონპროექტს მხარი დაუჭირეს

9 ივნისს ევროპარლამენტარებმა Covid-სერტიფიკატების შემოღებისთვის კანონპროექტზე მუშაობა დაასრულეს. სერტიფიკატის მიზანი ევროკავშირში წევრი სახელმწიფოების მოქალაქეების გადაადგილების გამარტივებაა. სერტიფიკატი დაადასტურებს, რომ ადამიანი აცრილია, ან უარყოფითი პასუხი აქვს კორონავირუსის ტესტსზე, ან ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა Covid-ისგან.

პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტარებმა Covid-19-ის ციფრულ სერტიფიკატებზე კანონპროექტს მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს.

"სერთიფიკატს გასცემს ეროვნული ორგანოები, იქნება უფასო და ხელმისაწვდომი როგორც ციფრულ ასევე საბუთის ფორმატში, რომელშიც QR-კოდი იქნება. დოკუმენტი დაადასტურებს, რომ ადამიანი აცრილია, ცოტა ხნის წინ ჰქონდა უარყოფითი პასუხი კორონავირუსის ტესტზე ან გამოჯანმრთელდა ინფექციისგან. პრაქტიკულად ეს იქნება სამი განსხვავებული სერთიფიკატი". – ნათქვამია ევროპარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სისტემა ძალაში შევა 2021 წლის პირველი ივლისიდან და 12 თვის მანძილზე იმოქმედებს. 

კომენტარები