ჩვენ ძალიან გვაღელვებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. როდესაც ადამიანის სიცოცხლის საფრთხის ქვეშ არის, ამ შემთხვევაში აღარ არის საჭირო რაიმე სახის დისკუსია ან დებატი. მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მიიღოს ყველა სათანადო მკურნალობა და ზრუნვა. ჩვენ ვენდობით სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულ მედიკოსთა ჯგუფს, მათი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის კრიტიკული. მას ესაჭიროება მრავალპროფილური სამედიცინო მომსახურება, რათა ის რაც მოხდა, აღარ განმეორდეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდეს. შესაბამისად, მან უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა შესაბამის დაწესებულებაში. მოგეხსენებათ, ამ საკითხის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი და ყურადღება როგორც ჩვენი საელჩოს მხრიდან, ასევე ვაშინგტონში, ასევე საქართველოს მეგობრები, საქართველოში ყოფილი ელჩი იან კელიც ამაზე საუბრობს, რომ მას უნდა მიეცეს მკურნალობის საშუალება და უნდა შესრულდეს ის რეკომენდაციები, რაც მაგის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაიცა. გაუგებარია, რატომ არ ხდება ამ ზომების მიღება.
tbl.ge/5rtj
დაკოპირდა

თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. 18 ნოემბერს სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ ექსპრეზიდენტი ცუდად გახდა და "მოსხლეტით წაიქცა".
პენიტენციური დაწესებულების რეანიმატოლოგის თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები გამოსწორებულია, თუმცა ტოვებენ რეანიმაციულ განყოფილებაში, რადგან მას მონიტორინგი სჭირდება. ექსპრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ტვინის დიაგნოსტირებას ვერ უკეთებენ, რადგან გლდანის N18 დაწესებულებაში შესაბამისი აპარატი არ აქვთ.
მიხეილ სააკაშვილს 50-ე დღეა შიმშილობა აქვს გამოცხადებული.
ამავე თემაზე
- ინსპექტორის სამსახური: სასამართლოს გადაწყვეტილება საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს ადგენს
- სასამართლომ პენიტენციურს სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის დაკისრებული ჯარიმა გაუუქმა
- დეკანოიძე: სააკაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისიაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია
- მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
- თუთბერიძე: თუ სააკაშვილის უფლებები კვლავ შეილახება, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს




