საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 19.5% შეადგინა.
მესამე კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 52.8% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 2.5%-ით მეტია.
დასაქმების დონე საქართველოში 42.5%-ია და გაზრდილია 0.7%-ით წინა წელთან შედარებით. დასაქმებულთა 67.3% დაქირავებულია, ხოლო დანარჩენი თვითდასაქმებული.
უმუშევრობის დონე მაღალია საქალაქო დასახლებებში და 21.1%-ს შეადგენს, სასოფლო დასახლებებში კი 17.2%-ს უტოლდება.
სქესობრივ ჭრილში უმუშვრობის დონე მეტად მაღალია კაცებში ქალებთან შედარებით და 21.7%-ია, ქალებში მაჩვენებელი 16.6%-ს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) კი ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში, მესამე კვარტალში მაჩვენებელი ქალებში 42.4%-ს, ხოლო კაცებში 64.7%-ს შეადგენს.