დროა

ელენე ხოშტარია: მე ახლა ბევრად ცუდად ვიქნებოდი, რომ არ ვშიმშილობდე

მე ახლა ვიქნებოდი ბევრად უფრო ცუდად, რომ არ ვშიმშილობდე და ჩემს მაქსიმუმს არ ვდებდე იმაში, რომ ჩვენ არ ვიყოთ არ მდგომარეობაში. მე რომ ახლა ვიყო ტელევიზორთან უბრალოდ და ვფიქრობდე, რომ ღმერთო, რა ვქნა, ძალიან ცუდად ვიქნებოდი. ჩემს შვილს მერე რა ვუთხრა, რომ ადამიანს კლავდნენ და მე რა ვქენი? ან ადამიანს კლავდნენ და მე მაქსიმუმი ვქენი? ეს კითხვა მართლა მჭამს და მე მგონია, რომ ბევრ ადამიანს ჭამს. 

ნურავის ნუ ჰგონია, რომ მაინცდამაინც შიმშილობაა აუცილებელი ფორმა, არანაირად კარგი არ არის, უბრალოდ, მე ასე გადავწყვიტე. ყველას შეუძლია ეს პროტესტი სხვადასხვა ფორმით. ბევრი ამას აკეთებს კიდევაც  და ეს არის გამოსავალი. 

რა თქმა უნდა, ხვალ ნაციონალური მოძრაობისა და კოალიციური პარტიების მხრიდან შეკრება არის უმნიშვნელოვანესი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვჩნდეთ ადამიანები, ვინც ვიტყვით, რომ ამას არ ვეგუებით. ჩვენ საბრძოლველი მერეც ბევრი გვექნება, აქციების რეჟიმიდან მალე ვერ გამოვალთ, არჩევნებია გაყალბებული... ეს არ არის მომენტი, სადაც პოლიტიკური ტაქტიკაა განმსაზღვრელი. ყველა ადამიანის შინაგანი ხმა, სინდისის ხმა არის განმსაზღვრელი, რაც ჩვენ ან გადაგვარჩენს ამ სიტუაციიდან, ან არ გადაგვარჩენს. 

თქვა დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ფორმულას ეთერში. ოპოზიციური ლიდერი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით უკვე მე-16 დღეა, პარლამენტში შიმშილობს. 

კომენტარები