კორონავირუსი საქართველოში

მლნ მოსახლეზე სიკვდილიანობით საქართველო მე-3 ადგილზეა – ბოლო 1 კვირის მონაცემი

The Insurance Journal

ბოლო 1 კვირაში წინა კვირასთან შედარებით საქართველოში Covid 19-ით გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ 15%-ით გაიზარდა, ახალი შემთხვევების რაოდენობა კი - 14%-ით შემცირდა. Worldometers.info-ს მონაცემებით, ბოლო 7 დღეში საქართველოში კორონავირუსის 29 029 შემთხვევა დადასტურდა და 550 ადამიანი გარდაიცვალა. წინა 7 დღეში ეს მონაცემები შესაბამისად 33 853 და 477 იყო.

ასევე ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, საქართველო მილიონ მოსახლეზე ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში მე-8 ადგილზეა, სიკვდილიანობით კი - მე-3-ზე.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 77 ადამიანი გარდაიცვალა და ინფიცირების 4 446 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.89%, ბოლო 7 დღის 9.05%, ხოლო ბოლო 14 დღის - 9.63%.

18 ნოემბრის მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა 800 293 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა  737 316 პაციენტი და გარდაიცვალა –  11 289.

რაც შეეხება ვაქცინაციას, მინიმუმ ერთი დოზით საქართველოში მხოლოდ 1 087 524 ადამიანია აცრილი (მოზრდილი მოსახლეობის 38.3%), ხოლო სრულად - 971 578 (მოზრდილი მოსახლეობის 34%).

კომენტარები