მიხეილ სააკაშვილი

თალაკვაძე სააკაშვილზე: საფრთხეში აგდებს ხოშტარიას, რომელიც მართლა შიმშილობს

გარწმუნებთ, რომ არ მივცემთ საშულებას ამ რადიკალურ პოლიტიკურ ბანაკს, რომ საქართველო გადაიყვანონ არეულობის და დესტაბილიზაციის რელსებზე. ძალიან ცუდი რა არის, რომ სააკაშვილის საფრთხეში აგდებს სხვა მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, როდესაც იცის, რომ ვთქვათ, პარლამენტარი ელენე ხოშტარია მართლა შიმშილობს მის გამო, ის მხოლოდ პირადი მოსაზრებებით საფრთხეში აგდებს ელენე ხოშტარიასაც, საკრებულოს ვიღაც არჩეულ ადამიანსაც.

დღეს მოქალაქეებმა უნდა განვასხვაოთ, რომ ერთ მხარეს სააკაშვილია, თავისი ავანტიურული გეგმით, როგორც ჩამოვიდა ავანტიურული სქემით, ისე აგრძელებს საპატიმროდან ამ რადიკალური ოპოზიციური ბანაკის მართვას. ამ გეგმაში ჯდება ყველაფერი, რაც გარეთ ხდება, შიგნიდან აძლევს დავალებებს [...] ეს არის სახელმწიფო და არა მიხეილ სააკაშვილის შპს კომპანია, ან ნაციონალური მოძრაობა, ეს არის საქართველოა და აღარ დაბრუნდება სააკაშვილის მართვის სტილში.

ამბობს პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე რუსთავი 2-ის ეთერში ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას, რომელიც 48-ე დღეა შიმშილობს.

კომენტარები