ტრეილერი

მეგობრობა უკვდავია – FRIENDS-ის ტრეილერი გამოვიდა

EW

სატელევიზიო არხმა HBO Max-მა საკულტო ამერიკული სიტკომის, Friends-ის ტრეილერი გამოაქვეყნა. 

ტრეილერიდან თუ ვიმსჯელებთ ახალი, სპეციალური ეპიზოდი განსხვავებული ფორმატის იქნება. საკუთარ პერსონაჟებსა და სერიალზე, თავად მსახიობებიც ილაპარაკებენ.

პროექტს დაუბრუნდა ექვსივე მთავარი როლის შემსრულებელი, მათ გარდა სპეციალურ ეპიზოდში ლედი გაგა, ჯასტინ ბიბერი, რიზ უიზერსპუნი, BTS, ჯეიმს კორდენი, კიტ ჰარინგტონი, დევიდ ბეკჰემი და სხვები გამოჩნდებიან.

Friends-ის სპეციალური ეპიზოდი სტრიმინგის სერვისზე HBO Max 27 მაისს გამოვა.

კომენტარები