კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: აცრილთა შორის 60 წელს ზემოთ პირთა რაოდენობა 28%-დან 44%-მდე გაიზარდა

8 ნოემბრიდან უკვე ამოქმედდა ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში 60 წლის ზემოთ პირთა ფინანსური წახალისების სქემა. ამან გარკვეულად მისცა სტიმული ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებას. აცრილთა შორის სტრუქტურულად 28%-დან 44%-მდე გაიზარდა 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში პირთა რიცხვი. საერთოდ ვაქცინაციის გუშინდელი მაჩვენებელი 8 000-ს აჭარბებს, რაც იმედის მომცემია და, ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტი მატებაა მოსალოდნელი.

თქვა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

კომენტარები