ჯანდაცვა

ტიკარაძე: მთავრობა წამლის ფასისა და ხარისხის კანონით დარეგულირებას გეგმავს

ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო როგორც წამლის ხარისხი, ასევე წამლის ფასი, რომელიც უკვე წლებია ძალიან დიდ ტვირთს წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობისთვის და, ასევე, ზოგადად, ჯანდაცვის სისტემისთვის.

ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობა 2019 წლის შემდეგ მიმდინარეობს, აქტიურად არის ჩართული ჯანდაცვის კომიტეტი, რომელიც მუშაობდა წამლის კანონის ნაწილზე, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელმაც შეისწავლა ბაზარი და დადო არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ამასთან მიმართებაში.

ჩვენთვის, ასევე, მნიშვნელოვანი იყო დაგვენახა ამ ბაზრის პრობლემა სხვა ჭრილში და აქედან გამომდინარე ჩავრთეთ კონკურენციის სააგენტო, რომელმაც უკვე დაასრულა თავის ხედვებზე მუშაობა, მათ აქვთ მკაფიო 11 რეკომენდაცია.

დღეის შემდეგ ჩვენ, სამუშაო ჯგუფების ფორმატში, გავაგრძელებთ უკვე თითოეული მხარის მხრიდან დანახული პრობლემატიკის შეჯერებას და ამის მიხედვით უკვე გავიტანთ იმ მნიშვნელოვან კანონს, რომელიც აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, როგორც წამლების ფასის, ასევე ხარისხის კუთხით.

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ წამლის ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე. 

კომენტარები