მიხეილ სააკაშვილი

ნონიაშვილი სააკაშვილზე: რასაც ოცნება აკეთებს, მთელი საზოგადოების პატივის აყრაა

ახლა რასაც ქართული ოცნება, ამ ქვეყნის ხელისუფლება აკეთებს, ეს არის არამარტო ერთი ან ორი ადამიანის, არამედ მთელი საზოგადოების პატივის აყრაა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება. მიხეილ სააკაშვილის მიმართ რასაც ვხედავთ ამ დღეების განმავლობაში, ამ შემზარავ კადრებს, გვეხება ყველას, რამდენადაც მოგვწონს ან არ მოგვწონს ერთი კონკრეტული ადამიანი. მე მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მხარდამჭერი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ადამიანობა და სამართლიანობის შეგრძნება გვკარნახოს, რომ სოლიდარულები უნდა ვიყოთ ნებისმიერი ადამიანის მიმართ. 

[...] როგორც მოქმედებს ქართული ოცნება, ასე მოქმედებენ პუტინის ბანაკის წევრები და ქვეყნები. ეს არის მკაფიო ავტორიტარული გზავნილი, რომ როგორც გვინდა ისე მოგექცევით, ეს არის გზავნილი თითოეული ადამიანის მიმართ. ამაზე მკაფიო პასუხი კი არის ჩვენი ყველას, თითოეული ადამიანის მტკიცედ დგომა და მომზადება დიდი, გრძელვადიანი ბრძოლისთვის კონკრეტული გეგმით.

[...] ამ მტკიცე და გრძელვადიანი ბრძოლით უნდა მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რატომ გვინდა ვადამდელი არჩევნები - გვინდა იმიტომ, რომ პოლიტიკური მძევლები არ არსებობდნენ, რომ კორუფცია არ არსებობდეს, რომ სამართლიანი სასამართლო გვქონდეს ერთხელ და სამუდამოდ, იმიტომ გვინდა, რომ პოლიტიკოსების გაუაზრებელი ქმედებების შედეგად, ახლა როგორც გაიზარდა 30-40%-ით ფასი, ისე არ გაძვირდეს ცხოვრება და ამ გაძვირებას ფეხს ვერ ვუწყობდეთ, რომ ეკონომიკა წინ მიდიოდეს და ჩვენი ურყევი ნება იყოს, დავუბრუნდეთ დასავლურ ცხოვრებას, რისთვისაც საუკუნეებია იბრძვიან ჩვენი წინაპრები.

თქვა ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა, პოლიტიკურინ მოძრაობა სირცხვილიას მიერ გამართულ აქციაზე.

კომენტარები