კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: სამწუხაროდ, ჯერჯერობით, სიკვდილიანობის რადიკალური შემცირება არ იქნება

ბოლო 2-3 კვირა ჩვენ ეპიდემიის მაღალ ნიშნულზე ვიმყოფებით. ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციაა. განსაკუთრებით რთულია ყველაზე უფრო მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობა, რომელიც ბოლო 7 დღის განმავლობაში 70-ს ქვემოთ არ ჩამოსულა. დღეს ამ მაჩვენებელმა უკვე 80-ს გადააჭარბა. ამ მომენტისთვის მძიმედ მიმდინარე შემთხვევათა რიცხვი 1 600-ზე მეტია. ეს პაციენტები ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში იმყოფებიან. ამ ეტაპზე ხელოვნურ ვენტილაციაზე 350-ზე მეტი ადამიანია. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, სიკვდილიანობის მაჩვენებლის რადიკალური შემცირება არ იქნება

NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე ინტერპრესნიუსთან საუბარში. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავცირუსით 81 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები