ელექტროენერგია

ტაილანდში მსოფლიოში უდიდესი წყალზე მოტივტივე ელექტროსადგური ამუშავდა

ტაილანდში, მდინარე ლამ-დომ-ნოის სირინდჰორნის კაშხაlზე მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალზე მოტივტივე მზის ელექტროსადგური ამუშავდა. მოტივტივე ელექტროსადგური 145 000 მზის პანელისგან შედგება და დაახლოებით, 70 ფეხბურთის მოედნის ზომისაა.

ელექტროსადგურს შეუძლია დღის განმავლობაში ელექტროენერგია მზისგან, ხოლო ღამით წყლის საშუალებით გამოიმუშავოს.

45 მეგევატიანი ელექტროსადგური ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოსისტემის უსაფრთხოების გაზრდას და ნახშირბადის ემისიის შემცირებას. ამ დროისთვის, ტაილანდში ქვეყნის ენერგიის 2/3-ის წყაროს ბუნებრივი აირი წარმოადგენს, განახლებადი ენერგიებით კი 10% გამომუშავდება, თუმცა იგეგმება, რომ 2050 წლისთვის ქვეყანა კარბონ-ნეიტრალური გახდეს.

მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალზე მოტივტივე ელექტროსადგურის მშენებლობაზე 34 მლნ დოლარი დაიხარჯა და მომავალში, ქვეყანაში მსგავსი ტიპის 15-მდე პროექტის განხორციელება იგეგმება, რომელთა საერთო სიმძლავრეც 2 725 მეგავატამდე იქნება.

კომენტარები