მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ბრეგაძე: სტრასბურგის გადაწყვეტილებით დასტურდება პენიტენციურში არსებული მაღალი სტანდარტი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან მისასამლებელი და ჰუმანური, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავდებულის ინტერესების დაცვას. სასიხარულოა, რომ ჩვენი სულისკვეთება სრულად ემთხვევა. უწყებამ არაერთხელ განმარტა, რომ ჩვენი ინტერესია პატიმრის ჯანმრთელობის დაცვა. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება  საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტები. ყოველი ზემოაღნუშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მივესალმებით და სრულად ვიზიარებთ გადაწყვეტიელბის სულისკვეთებას და ცხადიამ როგორც გადაწყვეტილებაშია მითითებული, 24 ნომებრისთვის ევროპულ სასამართლოს მივაწვდით ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მასზე მზრუნველობას. 

თქვა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან გავრცელებულ გადაწყვეტილებაზე. 

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დროებითი ზომის მიღებაზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა

კომენტარები