მიხეილ სააკაშვილის დაკავება

პრემიერი სტრასბურგზე: პატიმრებზე საუბარი დავასრულე, იუსტიციის მინისტრი გააკეთებს კომენტარს

მე არ მსურს  ამ საკითხზე [სტრასბურგის სასამართლო] ვრცელი კომენტარი გავაკეთო, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. იუსტიციის მინისტრი უახლოეს რამდენიმე საათში წარდგება საზოგადოების წინაშე და გააკეთებს განმარტებას. მე გითხარით, რომ პატიმარზე და პატიმრებზე საუბარი დავასრულე, ქვეყანაში არის უამრავი საკითხი, უამრავი პრობლემა და მე მხოლოდ ამ თემაზე მაქვს კონცენტრირება. 

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე. 

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დროებითი ზომის მიღებაზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა

კომენტარები