მიხეილ სააკაშვილი

ალასანია: დაგვეხმარეთ, ნუ დაუშვებთ, თვალწინ მოგვიკლან ადამიანი, ვინც სახელმწიფო შეგვიქმნა

უმძიმესი მდგომარეობა მაქვს, თვალწინ მიკლავენ ერთადერთ შვილს. 40 დღეზე მეტია ის შიმშილობს, დაუმძიმდა მდგომარეობა, დაეწყო ტკივილები, კატეგორიულად არ გადაჰყავთ კლინიკაში, რომელიც მას აუცილებლად სჭირდება. მე მივმართავ ყველას, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც საქართველოშია, ვინც დღეს საქართევლოში არ არის, უამრავი გულშემატკივარი ჰყავს ჩემს შვილს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ყველას მივმართავ - დამეხმარეთ, დაგვეხმარეთ. ნუ დაუშვებთ იმას, რომ მოგვიკლან ასე თვალწინ ადამიანი, რომელმაც შეგვიქმნა სახელმწიფო, წარმატებული სახელმწიფო შეგვიქმნა და რა არის მისი დანაშაული?! ის, რომ უყვარს თავისი ქვეყანა, ის, რომ არის თავისი ქვეყნის პატრიოტი, რამაც ჩამოიყვანა, დააბრუნა თავის ქვეყანაში ყველაფრის მიუხედავად, ამ საშიშროების მიუხედავად, რომელიც სრულიად ნათელი იყო, რომ მას ელოდა. ძირითადი მისი დანაშაული ყველამ ვიცით, რაც არის, რომ 2008 წელს მან უბრძოლველად არ ჩააბარა თავისი საყვარელი ქვეყანა აგრესორს, რომელმაც მანამდე მოასწრო და მიიტაცა ჩვენი ტერიტორიის 20%. ძალიან გთხოვთ, ვიცი, რომ ყველაფერი კეთდება, ყველა ადამიანი აკეთებს შესაძლებელს და შეუძლებელს, მაგრამ როგორც ჩანს უფრო მეტია საჭირო. გადავარჩინოთ ეს სიცოცხლე, ძალიან გთხოვთ.

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ვიდეომიმართვას ავრცელებს. 

კომენტარები