კორონავირუსი საქართველოში

მლნ მოსახლეზე სიკვდილიანობით საქართველო მე-4 ადგილზეა – ბოლო 1 კვირის მონაცემი

The Insurance Journal

ბოლო 1 კვირაში წინა კვირასთან შედარებით საქართველოში Covid 19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 47%-ით გაიზარდა, ახალი შემთხვევების რაოდენობა კი - 22%-ით. Worldometers.info-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 7 დღეში საქართველოში კორონავირუსის 34 126 შემთხვევა დადასტურდა და 448 ადამიანი გარდაიცვალა. წინა 7 დღეში ეს მონაცემები შესაბამისად 27 997 და 305 იყო.

ასევე ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, საქართველო მილიონ მოსახლეზე ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში მე-6 ადგილზეა, სიკვდილიანობით კი - მე-4-ზე.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 78 ადამიანი გარდაიცვალა და ინფიცირების 5751 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 10.08%, ბოლო 7 დღის 10.41%, ხოლო ბოლო 14 დღის - 9.95%.

10 ნოემბრის მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 766 818 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა  700 568 პაციენტი და გარდაიცვალა –  10 662.

რაც შეეხება ვაქცინაციას, მინიმუმ ერთი დოზით საქართველოში მხოლოდ 1 057 086 ადამიანია აცრილი (მოზრდილი მოსახლეობის 37.2%), ხოლო სრულად - 957 399 (მოზრდილი მოსახლეობის 33.5%).

კომენტარები