ჰოლივუდი

გამოცემა PEOPLE-მა პოლ რადი ყველაზე სექსუალურ ცოცხალ კაცად დაასახელა

Clean Bowled

გამოცემა People-მა მსახიობი პოლ რადი პლანეტის ყველაზე სექსუალურ ცოცხალ კაცად დაასახელა.

"ცოტათი გამიკვირდა ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ პლანეტაზე ჩემზე გაცილებით სექსუალური არაერთი ადამიანი ცხოვრობს. ახალი ამბავი პირველ რიგში ცოლს ვუთხარი. ცოტათი გაეცინა და შოკმა რომ გადაურა თქვა "მგონი ყველაფერი სწორედ გააკეთეს". მესიამოვნა, დიდი ალბათობით სიმართლე არ მითხრა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა? ამ წარმატებას ისე არ დავტოვებ, ვაპირებ სავიზიტო ბარათები დავბეჭდო, რომელზეც ჩემი ახალი ტიტული ეწერება, მაგრამ ჩემი მეგობრები გამანადგურებენ, ძალიან ბევრს დამცინებენ, მეგობრები ხომ ამისთვის არსებობს. იმედი მაქვს რომ ახლა მაინც დამპატიჟებენ ვახშმებზე სხვა სექსუალურ კაცებთან ერთად, როგორებიც მაიკლ ბ. ჯორდანი, ჯორჯ კლუნი და ბრედ პიტი არიან". – ირონიულად ამბობს რადი.

წლის ყველაზე სექსუალური კაცის წოდება გავლენიანმა გამოცემამ პირველად 1985 წელს მელ გიბსონს მიანიჭა. 2020 წლის რჩეული ქრიდის და შავი პანტერის ვარსკვლავი მაიკლ ბ. ჯორდანი გახდა.

პოლ რადი ამერიკელი კომიკოსია, რომლის კარიერა 90-იან წლებში დაიწყო. პირველი წარმატება ჯუდ აპატოუს ფილმებში(The 40 Years Old Virgin, Knocked Up, This is 40) შესრულებულმა მეორეხარისხოვანმა როლებმა მოუტანა. რადი მარველის კინოსამყაროში ერთ-ერთ სუპერგმირს ენთ მენს ანსახიერებს.

კომენტარები